Tuesday, August 26, 2008

ერთი დღე


აი ამ პაწაწინა არსებამაც პირველად გაშალა ფრთები, რახან გაშალა უნდა გაფრინდეს...
ასეც იქცევა, მიფრინავს და ყველაზე ლამაზი ყვაილის გულზე ჯდება... ამ პაწაწინა არსებას პეპელა ქვია... ნელნელა
რუპავს ყვავილის გულში დაგროვილ სინაზეს და მზისაგან გადმოცემულ სითბოს. ახლა ისევ გაფრენის დროა, უნდა გაფრინდეს... სხვა რა საქმე აქვს... აი მიფრინავს და უცბად მისკენ მთელი სისრაფით მიფრინავს ჩიტი, ალბათ დაიჭერს და თავის ბარტყებს გამოკვებავს. პეპელა შეშინებული ფოთლებს შუა ცდილობს დამალვას. ჩიტი ავს ანებებს და ახალ საკვებს უყებს ძებნას... პეპელა ჩუმად, ფთების ნაზი რხევი გაუყვება მწვანე მინდვის შორეული ჰორიზონტისაკენ მიმავალ გზას. აი მზეც საგრძნობლად გადაიხარა, სადაცაა ჩავა. ჩავა და თითქოს თან ჩაიყოლებს ბედნიერებასა და სიხარულს...
პეპელა ნელნელა ძალას კარგავს. მუდამ ნაზი და ფაფუკი ფრთები უმძიმდება... ნელნელა ეშვება ძირს, ცდილობს ყვავილზე დაჯდეს მაგრამ ძალა აღარ ყოფნის... ხვდება, მისი დრო იწურება.
აი მიწაზე დაეშვა. ფთა მიწას შეახო. საკმარისია პეპლის ფრთა ერთხელ მაინც შეეხოს მიწას, რომ ის ვეღარასოდეს აფრინდება...
პეპელა ჩუმად ზის და ელოდება იმას რასაც ჩვენ, ადამიანები სიკვდილს ვუწოდებთ... ზის და ღირსეულად ელოდება მას... აფრენას აღარ ცდილობს, უკვე შეეგუა იმას, რომ იმ სილამაზეს რაც იმ ერთ დღეში ნახა ვეღარასოდეს ნახავს... აი მზე ჩავიდა... პეპელა ჩუმად ზის... ზის და ელოდება... ის კი შეიძლება უკვე მოვიდა...

გაუფრთხილდით ერთმანეთს...
არავინ იცის ის ვისაც ადრე თუ გვიან ყველა შევხვდებით, როდის მოვა...

3 comments:

Secrets said...

[აი ამ პაწაწინა არსებამაც პირველად გაშალა ფრთები, რახან გაშალა უნდა გაფრინდეს...
ასეც იქცევა, მიფრინავს და ყველაზე ლამაზი ყვაილის გულზე ჯდება... ამ პაწაწინა არსებას პეპელა ქვია... ნელნელა წრუპავს ყვავილის გულში დაგროვილ სინაზეს და მზისაგან გადმოცემულ სითბოს. ახლა ისევ გაფრენის დროა, უნდა გაფრინდეს... სხვა რა საქმე აქვს... აი მიფრინავს და უცბად მისკენ მთელი სისწრაფით მიფრინავს ჩიტი, ალბათ დაიჭერს და თავის ბარტყებს გამოკვებავს.]

აარა! მე ამას ასე განვავრცობდი:

... რაღა ალბათ? ეძგერა მწერს ჩიტი და მოერია! ბუნების წესია ეგეთი, ვინც იგებს ის იღებს. პეპელა საზიდად ფრთების გარეშე იქნებოდა ადვილი და მას ფრთები იქვე დააძრო. პეპელამ იკივლა და ყურები ეტკინა ჩიტს, ამიტომ წყალში ჩაყო იგი და ცოტა ხანი იქ ამყოფა. ამოიღო, ზედმეტი კიდურები მოაშორა და შვილებს აჭამა.


Happy End :D
ხოდა,როდის იყო ჩიტები პეპლებს ჰაერში დასდევდნენ? :D


მომიტევეთ გულგრილობა :ს

StickmaN said...

ჰეჰ აბა პეპელას სოროების სიღრმეში ეძებენ?
და კიდე თუ ხუმრობას დააპირებ გაგვაფრთხილე ხოლმე ;)

Sweet said...

wow! ეს მოციმციმე აბზაცი როგორ გააკეთე? :)